კენჭისყრამდე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს.
“იმავე მოტივებიდან გამომდინარე, რისთვისაც ეს ცვლილელები იყო მოტივირებული, რათა საქართველოში დასრულდეს პრაქტიკა, როცა ძალაუფლებადაკარგული პოლიტიკური პარტია ქრებოდა პოლიტიკური ასპარეზიდან, გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გააერთიანებს უფსკრულს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვიღებთ ჩემთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებას და მზად ვარ, ჩავატარო სარეიტინგო კენჭისყრა” _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.