“ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის გამოძიება. რომ არა ზურაბ ჟვანია, მე ალბათ არ ვიქნებოდი საქართველოში, ის ჩამოვიდა ამერიკაში და მან მითხრა, რომ წამოვსულიყავი” _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ტელეიმედთან” ინტერვიუში.
კითხვაზე, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით გამოცხადდება თუ არა ის პროკურატურაში დაბარების შემთხვევაში, სააკაშვილმა განაცხადა:
“მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავინ არ აწარმოებს პრეზიდენტის დაკითხვას, ეს რომ გავაკეთოთ, ტუმბაი უმბას ტომი უნდა ვიყოთ, რომელიც არ არსებობს ალბათ… ჩვენ რომ რაღაც დანაშაული გვქონოდა ჩადენილი, პირველ ოქტომბერს, ხელისუფლებას ასე მშვიდად ახალ მთავრობას არ გადავაბარებდით”, _ განაცხადა სააკაშვილმა.