_ სოფელ დვაბზუსთან წაიქცა ხე და სოფლის რწმუნებულმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩქარ ტემპში მოახერხეს ტრასის გათავისუფლება. _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ.
სოფელ ცხემლისხიდში ქარიშხალმა მოსაცდელი დაანგრია, ასევე პრობლემა შეუქმნა ეზიეშვილების ოჯახს და სახლს სახურავი გადახადა. სახურავის გადახდის ფაქტები სხვა სოფლებშიც დაფიქსირდა.
სოფელ შემოქმედში მაღალი ძაბვის სადენები ჩამოაგდო, ასევე წაქცეულია ხეები.
გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, შესაბამისი სამსახურები უკვე მობილიზებულები არიან.
_ თუ სადმე რამე დაზიანდა სოფლის რწმუნებულები გვეუბნებიან და გვიკავშირდებიან. ამ წუთებში სოფელ ცხემლისხიდში ვიმყოფები და შეძლებისდაგვარად ეზიეშვილების ოჯახს დახმარებას ვუწევთ, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს გიორგი ღურჯუმელიძემ.