ინტერვიუს სრულ ვერსიას გაზეთ “გურია ნიუსის” ორშაბათის” ნომერში და ჩვენს ვებგვერდზე შემოგთავაზებთ.
_ ბატონო დავით, სოციალურად შეჭირვებულები და მათი დახმარება _ ეს არის ყველაზე მძიმე და მოუწესრიგებელი თემა, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკაზე იყო მიბმული. თუ იყავი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, გქონდა გარანტირებული დახმარება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება სიების გადახედვა და სოც. აგენტების კომპეტენტურობის გადამოწმება. ეს არის ყველა სოფლის პრობლემა. როგორ აპირებთ ამ საკითხის მოგვარებას?
_ ის კანონზომიერება, რომ სოციალური დახმარება რიგ შემთხვევებში გარკვეულ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა, ეს გამოკვეთილია ძალიან მარტივი არითმეტიკული ანალიზით. დიახ, ვადასტურებ, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ინსტრუმენტები გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ძალიან კარგ კორელაციაშია დახმარების მიმღებების რაოდენობა გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან, ძირითადად არჩევნებთან. ეს იმდენად ცხადია, რომ ზედმეტ კვლევას აღარ საჭიროებს. დიახ, ვადასტურებ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის.
დაგეგმილი გვაქვს ამ მიმართულებით ძირეული მეთოდოლოგიური რეორგანიზაცია, რათა ერთი პატარა ხვრელიც კი არ დარჩეს თავისუფალი და სუბიექტური გადაწყვეტილებებისთვის. ყველა დეტალს ვერ გავაჟღერებ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ძალიან კონკრეტული მუშაობა მიდის ამაზე და ამ ყველაფერს მალე დაინახავთ. უსამართლობის და სუბიექტური გადაწყვეტილებებს ინსტრუმენტები გაქრება.