შეტყობინების მიღებისთანავე, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და გამნაღმველები ადგილზე გამოცხადდნენ.
სამართალდამცველებმა, უსაფრთხოების მიზნით, შენობიდან მომსახურე პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.
სამართალდამცველები ცრუ განგაშის მიზეზს არკვევენ. დადგენილია იმ პიროვნების ვინაობა, ვინც საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა. გამოძიებას ვაკე–საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილება სსკ–ის 331–ე (ტერორიზმის შესხებ ცრუ შეტყობინება) მუხლის 1–ლი ნაწილით აწარმოებს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.