ბერეზოვსკის ადვოკატი ალექსანდრე დობროვინსკი ფეისბუქზე წერს: “ახლახანს დამირეკეს ლონდონიდან _ ბორის აბრამოვიჩმა თავი მოიკლა.” თუმცა, იმის მტკიცებულება, რომ მან ნამდვილად თავი მოიკლა, ჯერჯერობით, არ არსებობს.
ბერეზოვსკი, ლონდონის დროით 11.00 საათზე, ქალაქ ასკოტში, ლონდონის მახლობლად, საკუთარი სახლის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ევროპული მედია აღნიშნავს, 67 წლის ოლიგარქს, რომლის ქონებაც 1,3 მილიარდი დოლარი იყო, ბოლო პერიოდში მძიმე ფინანსური პრობლემები ჰქონდა.