როგორც “გურია ნიუსს” დაზარალებულმა ლიანა ქათამაძემ განუცხადა, სახლი ავარიულია: “უკვე რამდენჯერ მივმართე მერიას, ძველი თბილისის გამგეობას. ახლა კი ასეთ დღეში ვართ. ისნის გამგებლის მოადგილე, ბესო დონაძე მოვიდა, შეგვპირდა, რომ აუცილებლად დაგვეხმარება.”
“გურია ნიუსი” ბესო დონაძეს დაუკავშირდა, თუმცა, მან ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის თორნიკე ხუციშვილის თანაშემწესთან, ნათია მსხილაძესთან გადაგვამისამართა.
კითხვაზე, რა ბედი ელის ქათამაძეების ოჯახს და შედის თუ არა მეტეხის ქუჩაზე არსებული ავარიული სახლების რეაბილიტაცია, ქალაქის განვითარების ფონდში, ნათია მსხილაძემ ასეთი პასუხი გაგვცა “ეს მოქალაქე გაგვყავს ქირით ერთ წლის მანძილზე. დანარჩენთან დაკავშირებით მერიას უნდა მიმართოთ. იგეგმება წინასწარ დამზღვევი ღონისძიების გატარება კეთილმოწყობის სამსახურის მიერ. რაც შეეხება იმას, შედის თუ არა ქალაქის განვითარების ფონდში ეს ქუჩა, ამასთან დაკავშირებით ფონდს უნდა დაუკავშირდეთ.”
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“-ს სპეციალისტები მუშაობენ. მათი თქმით, სახლის სარდაფში, სავარაუდოდ, წყალია დაგროვილი.