https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ცოცხალი მიცვალებულის” საქმის პროკურორი პასუხისგებაში მისცეს

10:03; 27.03.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქმე ეხება  ალექსანდრე ბახუტოვის ბრალდებას.

2007 წლის 24 აგვისტოს ალექსანდრე ბახუტოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში, მაშინ როცა  ეს უკანასკნელი ცოცხალი იყო.

ზურაბ ჯავახიშვილმა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 27 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №4307057 საქმეზე, 2007 წლის 15 ივნისს თელავის რაიონის სოფელ ფშაველში არსებულ ფერმაში ალექსანდრე ბახუტოვის მიერ ლაშა ჩოფიკაშვილისათვის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ხსენებულ საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი.

მითითებულ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2007 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ალექსანდრე ბახუტოვმა თელავის რაიონის სოფელ ფშაველში არსებულ მეცხოველეობის ფერმაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯოხი თავში დაარტყა ლაშა ჩოფიკაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო მეორე დღეს, 2007 წლის 16 ივნისს გამთენიისას, ალექსანდრე ბახუტოვმა ნაცნობების: ვეფხო ხაჩოშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ასლან გაუარაშვილის დახმარებით ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი გადაიტანა მოშორებით და ჩააგდო მდინარე სტორში. ხსენებულ საქმეზე გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, გამოძიების პროცესში ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი ნანახი ვერ იქნა.

2007 წლის 26 ივნისს, დაკავებული იქნა ალექსანდრე ბახუტოვი, რომელსაც 2007 წლის 28 ივნისს, პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის თანხმობის საფუძველზე, ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობისათვის წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ხოლო, 2007 წლის 27 ივნისს, დაკავებული იქნენ ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი, რომლებსაც 2007 წლის 29 ივნისს, პროკურორ გიორგი ბაჩიაშვილის თანხმობის საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება და დასახელებულ პირებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

2007 წლის 24 აგვისტოს, პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ალექსანდრე ბახუტოვთან დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით ამ უკანასკნელს განზრახ მკვლელობისათვის სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2007 წლის 29 აგვისტოს, პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ, ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხო ხაჩოშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის დაფარვისათვის, საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარმართულ იქნა თელავის რაიონულ სასამართლოში.

2007 წლის 01 ოქტომბერს, ლაშა ჩოფიკაშვილი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით მოკლულად იყო მიჩნეული, ცოცხალი აღმოჩნდა. აღნიშნულის გამო ალექსანდრე ბახუტოვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე აღიძრა წარმოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რომლის საფუძველზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენი ალექსანდრე ბახუტოვის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თელავის რაიონულ სასამართლოს.

ამასთან, მიუხედავად ცოცხალი ლაშა ჩოფიკაშვილის გამოჩენისას, 2007 წლის 22 ნოემბერს, ზურაბ ჯავახიშვილის მიერ საპროცესო შეთანხმებები დადებულ იქნა ასლან გაუარაშვილთან, ალექსი ცოციაშვილთან და ვეფხო ხაჩოშვილთან, რომლებიც იმავე დღეს თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით განზრახ მკვლელობის დაფარვის გამო დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი და შეეფარდათ პირობითი მსჯავრი.

ზურაბ ჯავახიშვილმა, იყო რა მოხელე, აღნიშნულ საქმეზე ვერ უზრუნველყო თავისი სამსახურებრივი მოვალეობის – საპროცესო ხელმძღვანელობის ჯეროვნად განხორციელება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატა შემდეგში:

გამოძიების პროცესში, ვინაიდან ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი აღმოჩენილი ვერ იქნა, არა თუ მისი გარდაცვალების მიზეზი, ისიც კი არ იყო დადგენილი საერთოდ გარდაცვლილი იყო თუ არა ეს უკანასკნელი.

მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციისათვის სავალდებული ნიშნები: არ იყო გვამი – დანაშაულის ობიეტი და შესაბამისად დანაშაულებრივი ქმედების შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, ამასთან, არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ზურაბ ჯავახიშვილი ვალდებული იყო უპირველეს ყოვლისა უტყუარად დაედგინა ლაშა ჩოფიკაშვილის სიკვდილის ფაქტი და შემდეგ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საკმარისობის გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. მითუმეტეს, საქმეზე მიღებულ ჩვენებებს შორის არსებობდა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, როგორც მკვლელობის ჩადენის ადგილის, დროის, იარაღის, ასევე გვამის გადაგდების ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მტკიცებულებათა შეფასებისას ბრალდების მხარემ ისე დაადგინა ბრალდებულ ალექსანდრე ბახუტოვის მიერ გვამის თავიდან მოშორების მიზნით მისი მდინარეში გადაგდება და გვამის გაუჩინარება, რომ არ იქნა შესწავლილი და გათვალისწინებული მკვლელობის ჩადენის დროისათვის მდინარე სტორის გეოგრაფიული მდებარეობა, წყალუხვობა, დინების სისწრაფე და სხვა მახასიათებლები, რაც წარმოუდგენელს ხდიდა ზაფხულის პერიოდში ამ მდინარეში გვამის გაუჩინარების შესაძლებლობას. კერძოდ, გამოძიების ვერსიით გვამი მდინარეში გადაგდებულ იქნა 2007 წლის 16 ივნისს, ხოლო ალექსანდრე ბახუტოვს ბრალდება განზრახ მკვლელობისათვის წარედგენა 2007 წლის 28 ივნისს, ანუ 12 დღის შემდეგ. ასევე, საპროცესო შეთანხმება ალექსანდრე  ბახუტოვთან დადებულ იქნა 2007 წლის 24 აგვისტოს, ანუ გვამის მდინარეში გადაგდებიდან 2 თვისა და 8 დღის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში გვამის გაუჩინარება თეორიულად გამორიცხავდა ბრალდების მხარის მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი მდინარე სტორში იქნა გადაგდებული.

ასევე, საქმეზე მიღებული ჩვენებების მიხედვით არ იკვეთებოდა და არც იქნა გამორკვეული, რამდენად აუცილებელი იყო ალექსანდრე ბახუტოვის მიერ კვალის დასაფარად ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხო ხაჩოშვილის დახმარების გამოყენება, მითუმეტეს იმ რისკის ფონზე, რომ მკვლელობის შესახებ ინფორმირებულ მოწმეთა რაოდენობა გაიზრდებოდა.

ამდენად, როდესაც აღმოჩენილი არ იყო ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი და არ იყო უტყუარად დადგენილი მისი სიკვდილის ფაქტი, ასევე როცა ლოგიკურ და საღ აზრს სცილდებოდა გვამის მდინარეში გადაგდების შემდეგ მისი გაუჩინარების ვერსია, ასევე როცა არ იყო გამორკვეული საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მითუმეტეს მათი წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა საკმარისი მათი უტყუარობის თვალსაზრისით ბრალდების წასაყენებლად, როგორც განზრახ მკვლელობისათვის, ასევე მისი დაფარვისათვის.

უფრო მეტიც, 2007 წლის 22 ნოემბერს, პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა ბრალდებულებთან – ასლან გაუარაშვილთან, ალექსი ცოციაშვილთან და ვეფხო ხაჩოშვილთან – ისე გააფორმა საპროცესო შეთანხმებები, რომ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ ამ დროისათვის გარდაცვლილად შერაცხული ლაშა ჩოფიკაშვილი უკვე ცოცხლად იყო გამოჩენილი (2007 წლის 1 ოქტომბრიდან). ასეთ ვითარებაში, საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდებულებთან იმის შესახებ, რომ მათ დაფარეს განზრახ მკვლელობა, პროკურორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ შეუსრულებლობას წარმოადგენს.

პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების დაუდევარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ მაშინ როცა არ იყო დადგენილი ლაშა ჩოფიკაშვილის სიკვდილის ფაქტი, ალექსანდრე ბახუტოვს ჯერ წარედგინა უსაფუძვლო ბრალდება ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკველელობისათვის, ხოლო შემდგომში ალექსანდრე ბახუტოვთან ასევე უსაფუძვლოდ დაიდო საპროცესო შეთანხმება ამ უკანასკნელის მიერ განზრახ მკვლელობის ბრალის აღიარებით. ასევე უსაფუძვლოდ იქნა წარდგენილი საბრალდებო დასკვნა ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხო ხაჩოშვილის მიმართ განზრახ მკვლელობის დაფარვისათვის, ხოლო ლაშა ჩოფიკაშვილის ცოცხლად გამოჩენის შემდეგ, ასევე უსაფუძვლოდ იქნა დადებული მათთან საპროცესო შეთანხმებები ბუნებაში არარსებული  დანაშაულის – განზრახ მკვლელობის – დაფარვისათვის. ამასთან, თუ ალექსანდრე ბახუტოვის მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი მოგვიანებით გაუქმებულ იქნა მაინც, ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხო ხაჩოშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი კვლავ ძალაშია.

პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის ქმედებებს შედეგად მოჰყვა დასახელებული პირების უკანონო მსჯავრდება არჩადენილი დანაშაულისათვის, რითაც არსებითად დარღვეული იქნა მათი კანონიერი უფლებები. ასევე არსებითად იქნა დარღვეული სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და შელახული იქნა პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოს პრესტიჟი.

განცხადებას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ზუგდიდის პრიორიტეტი-კულტურული ღონისძიებები და მცირედ დაფინანსებული უმწეოთა სასადილო

გაუმჭვირვალე 633 247 259 ლარი თბილისის მთავრობის ფონდში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30.12.2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო