სასაფლაოების გამძარცველი პოლიციამ უკვე დააკავა, ამის შესახებ „გურია ნიუსს“ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გოჩა ფერსაშვილმა თავად ამცნო. ფერსაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქურდი წუხელ ღამით დააკავეს.
_ დანაშაული გახსნილია _ ნაქურდალიც ამოღებულია და პიროვნებაც დავაკავეთ, რომელიც აუცილებლად იქნება პასუხისგებაში მიცემული. მძარცველი სოფელ ბაილეთის მკვიდრია.
_ ბატონო გოჩა როგორც გავიგეთ სოფელ ხვარბეთში ორის დღის წინ ძალიან დიდი რაოდენობის თხილი მოიპარეს ერთ-ერთი ოჯახიდან…
_ ვმუშაობთ ამ საქმეზეც, მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს მომავალში, ამ დანაშაულსაც გავხსნით, _ გვითხრა ფერსაშვილმა.