სადაც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მარგარეტ ტეტჩერი იყო მეოცე საუკუნის ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებაში, რამაც ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ევროპას, მათ შორის, საქართველოს.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს მოვსულიყავი ბრიტანეთის საელჩოში და გამეკეთებინა ჩანაწერი სამგლოვიარო წიგნში, რომელიც გახსნილია ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალების გამო. რასაკვირველია, ჩემი თანაგრძნობა ეკუთვნის არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ ბრიტანელ ხალხს და ბრიტანეთის მთავრობას,” _ აღნიშნა ფანჯიკიძემ, _ იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.