პირველი სასესიო დღის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ეკონომისტს ოლივიერ ბლანშარდს. ფინანსთა მინისტრმა ოლივიერ ბლანშარდს სამახსოვროდ მისივე ავტორობით შექმნილი წიგნის „მაკროეკონომიკა“ ქართული თარგმანი გადასცა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფთან ერთად ნოდარ ხადურმა თავად თარგმნა და რომლითაც დღეს უნივერსიტეტის სტუდენტები მაკროეკონომიკის კურსს გადიან.
„მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა უმნიშვნელოვანესი კონფერენცია, რომელიც ეხებოდა მსოფლიო მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხელახალ გააზრებას და აღნიშნული მიმართულებით ახალი მიდგომების შემუშავებას. საქართველოსთვის, იმისთვის, რათა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება, საერთაშორისო მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.