მისი განცხადებით, ამ დრომდე ვერ გაიგო, ვინ არის რეალურად ეს ადამიანი ან რა მისიები აკისრია ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებში: “მაინტერესებს, ვინ არის ბატონი ხუხაშვილი. ჩვენ ვიცოდით, რომ ხუხაშვილი წინასაარჩევნოდ ექსპერტად იყო წოდებული. მე არ ვიცი, ვინ უსმენდა მას და მის რჩევებს. არჩევნების შემდეგ კი მისი მოსმენა აუცილებელი გახდა _ თუ მას არ მოუსმენ, ეს საფრთხის შემცველიც კი გახდა. როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, მასთან ბიზნესმენებმა აღსარებებზე სიარული დაიწყეს. ხუხაშვილი იჯდა, ბიზნესაღსარებებს იბარებდა, ბიზნესკომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. ამის შემდეგ, ხუხაშვილი აღმოჩნდა რკინიგზის დეპარტამენტში, სადაც მისი მისვლის შემდეგ ტვირთბრუნვა რკინიგზაში შემცირდა. ხუხაშვილი დღეს არის პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო სავაჭრო საკითხებში. მე მაინტერესებს, ვინ არის ეს ადამიანი და მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არსებობს საზოგადოებაში,” _ განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოგა ხაჩიძემ.