მისი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობისგან ითხოვს დაუსაბუთებელი ქონების დამტკიცებას და ლეგალიზებას.
“ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ვამცნოთ, რას გვთავაზობს ნაცმოძრაობა. ისინი გვთავაზობენ, რომ მოვახდინოთ დამალული გადასახადების ჩამოწერა და ამნისტირება, აგრეთვე, გვთავაზობს, უამრავი ფინანსურ დანაშაულის დამალვას. თანაც, გვთხოვს, რომ ვინც კომერციული მოსყიდვა ჩაიდინა, გააყალბა, გადამალა ქონება, ამნისტირებული იყოს. კიდევ უფრო დიდი საშინელება, რასაც გვთავაზობენ, არის მუხლი N5, რის საფუძველზეც “ნაციონალური მოძრაობა” დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზებას ითხოვს.
ცინიკურია ეს წინადადება, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, რომ ჩვენ მოსახლეობას ვუთხრათ, ვაკანონებთ დაუსაბუთებელ ქონებას და ამას აკეთებს “ქართული ოცნება”. რიტორიკული აზრი გამაჩნია ამ ყველაფერთან დაკავშირებით _ მიხეილ სააკაშვილმა მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით და დაასრულებს დაუსაბუთებელი ქონების დამტკიცების მოთხოვნით,“ _ განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.