დღეს, “საქართველოს მთავრობა – ღია მმართველობისთვის” ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში 7 თვიანი მუშაობა შეაჯამა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა მინისტრი მაია ფანჯიკიძემ. მან ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე და მიმართულებაზე ისაუბრა.
“გურია ნიუსი” _ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან თუ არის რამე სიგნალი, იმას რომ მათ სურთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა?
მაია ფანჯიკიძე _ “ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან, რამდენიმე სახის ურთიერთობა გვაქვს. მაგალითად “ჟენევის ფორმატი,” სადაც ისინი წარმოდგენილნი არიან. მე თვითონ ჟენევაში მოლაპარაკებებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მონაწილეებს შორის ნორმალური ურთიერთობა არის ჩამოყალიბებული.
საზღვრისპირა რეგიონებში ასეთი ურთიერთობები არსებობს. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ინტენსიური გახდეს ეს ურთიერთობები. პირდაპირი დიალოგი გვქონდეს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები. განსაკუთრებით ჰუმანიტარული სახის პროექტები. ხალხთა შორის ურთიერთობის ხელშემწყობი პროექტები. ჩვენ, ყოველთვის ვეუბნებით დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს, რომ ხელი სწორედ ამ მიმართულებით შეგვიწყონ. ხელი შეგვიწყონ იმაში, რომ სასწავლო პროგრამების განხორციელება იყოს შესაძლებელი.
მე გახლდით კანადაში. იქ არის მაღალი დონის უნივერსიტეტები. კანადას აქვს სურვილი, ჩვენ უნივერსიტეტებთან დაამყაროს კონტაქტი. განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროს სწორედ ასეთი რეგიონებიდან წასულ ახალგაზრდებს და მისცეს მათ განათლების საშუალება. ამ თემაზე გვექნება კონსულტაციები განათლების სამინისტროსთან. იმედი გვაქვს, ჩამოვაყალიბებთ ერთობლივ პროგრამას, რომლის მონაწილეებიც შეიძლება გახდნენ ახალგაზრდები ამ რეგიონებიდან. ეს არის ის მიმართულება, რომლითაც ჩვენ გვინდა განვითარება. პირადად მე ვთვლი რომ, ურთიერთგაგება და ურთიერთობის გაუმჯობესება. მხოლოდ პირდაპირი კონტაქტით. მოწადინებული ვართ აფხაზებთან და ოსებთან შედგეს პირდაპირი კონტაქტი და ეს იყოს რაც შეძლება უფრო ინტენსიური.”