“დაკავებულია მშვიდობიანი საპროტესტი აქციის ორგანიზატორთა ჯგუფი, ჩვენი ინფორმაციით სტუდენტური მოძრაობა “ლაბორატორიის” 20-მდე აქტივისტი. მათ შორის, ანი ჭანკოტაძე, რომელიც “ლიბერალის”ჟურნალისტიცაა.
ვითხოვთ ინფორმაციას დაკავებულების შესახებ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,” _ ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ათობით სტუდენტია დაკავებული რუსთაველის გამზირზე. როგორც ცნობილი ხდება, დაკავებულებს შორის არის ჟურნალ “ლიბერალის” ჟურნალისტი ანი ჭანკოტაძე და “მეცხრე არხის” ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე.
“დაკავებულია ლიბერალის ჟურნალისტი, ანი ჭანკოტაძე. ანიმ უთხრა პოლიციელებს, რომ ჟურნალისტი იყო, მაგრამ მაინც დაიჭირეს.
15 წუთის წინ რუსთაველზე გამზირზე დემონსტრანტები პოლიციამ დააკავა. აქციის მონაწილეები ქუჩის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. პატრულის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციელები შეურაცხყოფას აყენებდნენ დემონსტრანტებს. დაკავებულია 1 მაისის აქციის ყველა ორგანიზატორი – “ლაბორატორია 1918-ის” წევრები, ლევან ასაბიშვილი, მათე გაბიცინაშვილი, სანდრო ცაგარელი და სხვები.” – ავრცელებს ინფორმაციას ჟურნალი “ლიბერალი.”