ქურდობა 7 მაისს, გამთენიისას, სოფელ ოზურგეთში, სოფლის სპეციალისტის ჯაბა შუბითიძის ოჯახში მოხდა.
ჯაბა შუბითიძე: გავიღვიძეთ დილით და ვნახეთ, კარი ღია იყო. გარაჟში სათავსოა, ე.წ. სეიფი, რომელშიც ინახებოდა სამი თოფი, აქედან ერთი პნევმატური. სამივე წაღებულია. სახლში ვიყავით, თუმცა _ ნასვამები. ასევე წაიღეს თოფის წამალი. სეიფი გასაღებით იყო დაკეტილი, თუმცა გააღეს.
შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსმა ირაკლი შავიშვილმა განგვიცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ოპერატიულად მუშაობენ და საქმეც მალე გაიხსნება.