ხოლო რაც შეეხება ვეტოს ,, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ უსუფაშვილი შეფერხებად აფასებს.
,,ვეტო დადებულ პროექტებს ბიუროზე იქნება მსჯელობა _ რა ვადებშია შემოსული ეს დოკუმენტი და რა ვადები აქვს პარლამენტს. დაახლოებით განვსაზღვრავთ იმ დღეებს როდის გვექნება განხილვა. მოტივაცია განსხვავებულია და ცალ-ცალკე მიდგომა სჭირდება პარლამენტი არ არის ჯინიანი ბავშვების ერთობა, რომელსაც უარი უთხრეს და ფიქრობენ დავძლიოთ ვეტო ვინც არ უნდა იყოს მოქალაქე უნდა მოვუსმინოთ მას. ამ პროექტებზე მსჯელობა იქნება კომიტეტებში. ამ თემებზე განათლების სფეროს წარმომადგენლებთან მქონდა მსჯელობა. საკონსტიტუციოს რაც შეეხება ვერ ვხედავ არგუმენტს რატომ უნდა დაედოს ვეტო, გარდა იმისა, რომ გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს საკანონმდებლო საქმიანობაში“_განაცხადა დავით უსუფაშვილმა.