2013 წლის 16 მაისს ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების მიერ არის შექმნილი, სასჯელისგან 3 მსჯავრდებული გათავისუფლდა.
მსჯავრდებულთა გათავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ასაკის გამო მოხდა. გათავისუფლებულთა შორის არიან 79 და 76 წლის მამაკაცები და 65 წლის ქალბატონი. ყველა მათგანმა სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადა.