აქვეყნებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან ამნისტირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სტატისტიკას 2013 წლის 15 მაისის მდგომარეობით
2013 წლის 15 მაისის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10104 ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც 2012 წლის 15 მაისის მაჩვენებელთან (23658) შედარებით შემცირდა 13554 (57.3%-ით) ერთეულით.
2013 წლის 15 მაისს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლდა 1 ბრალდებული/მსჯავრდებული.
2013 წლის 15 მაისის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 8692-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 426-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება – 5, №3 დაწესებულება – 4, №5 დაწესებულება – 417) და 25-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№8 დაწესებულება – 6, №11 დაწესებულება – 12, №17 დაწესებულება – 6, №18 დაწესებულება – 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.
ქვემოთ მოცემულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ამნისტიის შედეგად საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის ამსახველი სურათი დაწესებულებებისა და სქესობრივ-ასაკობრივი ჭრილის მიხედვით: