მისი განცხადებით, ამ საკითხისადმი მას ინდივიდუალური მიდგომა აქვს, რაც განასხვავებს “ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენი კანდიდატებისგან.
ჯაფარიძის თქმით, თავისუფალი ეკონომიკა და კაპიტალის მოზიდვა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ქვეყნისთვის, სადაც უმუშევრობისა და უსაფრთხოების პრობლემები არსებობს.
“პრაიმერში მონაწილეობას ვიღებ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ ის არის, რომ ახალი სახეები უნდა გამოჩნდეს პარტიაში _ ეს კარგია იმისთვის, რომ ახალი იდეები იყოს. მეორე მიზეზია, რომ მე მაქვს განსხვავებული ხედვა სხვა დანარჩენი კანდიდატებისგან განსხვავებით ეკონომიკური საკითხების კუთხით და მინდა, რომ ეს იდეები გავაჟღერო. მე ვარ თავისუფალი ეკონომიკის მომხრე და ეს გულისხმობს მეტ თავისუფლებას კერძო სექტორისთვის, დაბალ გადასახადებს და ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმ სიტუაციის გამოსასწორებლად, რაც ქვეყანაში არსებობს, იმისათვის, რომ ხალხის დასაქმდეს. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, იმიტომ, რომ თავისუფალი კაპიტალის მოზიდვა გულისხმობს ქვეყნის მეტ დაცულობას,” _ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” შიდაპარტიულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” შიდაპარტიული პრაიმერი მიმდინარეობს საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად.