მისი თქმით, შინაგან სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, საგამოძიებო მასალები საკმაოდ ვრცელია და მისი შესწავლა გარკვეულ დროს მოითხოვს. ამ შემთხვევაში მხოლოდ IP მისამართის დადგენა არაა მნიშვნელოვანი, არამედ საუბარია იმაზე, თუ ვინ გაავრცელა ეს ვიდეო რგოლები ინტერნეტ სივრცეში.
“გამოძიებამ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ისინი ამუშავენბენ დიდი ოდენობის მასალებს, რაც დაკავშირებულია ძალიან დიდ დროსთან. კონკრეტულ დეტალებზეც იყო საუბარი. მე ამაზე ვერ ვერ გავაკეთებ კომენტარს _ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ მივიღეთ რწმუნება იმის თაობაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან ამ საქმის ძიებაში უწევთ, დიდი ოდენობით მასალების გადამუშავება, რათა გამოვლინდეს ის ადამიანი ან პირთა წრე, რომლებმაც ეს გააკეთეს. ტექნიკურად რომ ვისაუბროთ, ძალიან მარტივია IP მისამართების დადგენა. შინაგან სამეთა მინისტრმა ამაზე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ეს IP მისამართები ფიქსირდება საქართველოში. მაგრამ ძალიან ძნელია დააზუსტო ის ადამიანები, რომელთაც გამოიყენეს ეს მისამართები. საუბარია არამხოლოდ IP მისამართის დადგენაზე, არამედ უშუალოდ დანაშაულის ავტორის გამოვლენაზე,” – განაცხადა თავდაცვის კომიტეტის დახურული სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.