კომიტეტის დახურულ სხდომაზე ნანახი ფარული ჩანაწერების შემდეგ, სესიაშვილმა აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომლის სასწრაფოდ გამოძიების პასუხისმგებლობა ახალ ხელისფლებას ეკისრება.
“ჩემთვის ეს არის სისტემური დანაშაული. როდესაც ვეცნობოდი წამების მეთოდოლოგიას, აშაკარად ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, შესაძლოა, დატრენინგებული წამების მთელი სისტემა, რომელსაც იყენებდნენ ადამიანების დაშინებისთვის. ეს არის საგანგაშო და ახალი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ ეს ამბავი,” _ განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარემ ირაკლი სესიაშვილმა.