დილითვე დავურეკეთ სუს-გურიის სამსახურის უფროსს აკაკი სიხარულიძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ სამსახურში იყო და თანამშრომლებს თათბირს უტარებდა.
ჩვენ დავუკავშირდით ირაკლი თავდიშვილს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ამ თანამდებობაზე ინიშნებოდა, არც უარყო და არც დაადასტურა.
_ ბატონო, ირაკლი როგორც ვიცით სუს-ს გურიის სამსახურის უფროსად დაინიშნეთ…
_ ჯერჯერობით. ოფიციალურად არ არის გადაწყვეტილი, როცა გადაწყდება. მე თვითონ შეგეხმიანებით და გეტყვით ამის შესახებ…
_ბატონო ირაკლი, ბოლოს სად მუშაობდით?
_ბოლოს, ერთი წელია ვმუშაობდი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მრჩეველის თანამდებობაზე..
_ ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მუშაობდით?
_ ადრე ვმუშაობდი პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობებზე, ვიყავი ლანჩხუთის პოლიციის უფროსი, მე ვმუშაობდი გელა გიგინეიშვილის დროს ….
_ ვისი კადრი ბრძანდებით, თუ შეიძლება გვითხრათ?
_მე არავის კადრი არ ვარ, მე ვარ სიმართლის კადრი.. აქედან გამომდინარე, როცა იქნება ჩემი დანიშვნის ამბავი, პირობას გაძლევთ, პირველი თქვენ გაიგებთ, _გვითხრა თავდიშვილმა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა შსს პრესსამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ შეტყობინება გამოგვიგზავნა: _ “არ ვაკეთებთ დღეს კომენტარს“
ამის შემდეგ ისევ გავუგზავნეთ შეტყობინება , როდის გააკეთებდნენ კომენტარს, _რაზედაც ისევ უცნაური პასუხი მივიღეთ, _ “ვერ გეტყვით.”
_ამის შემდეგ კვლავ დავუკავშირდით აკაკი სიხარულიძეს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაგვიცხადა, რომ საქმის კურსში არ იყო მისი გათავისუფლების შესახებ.
_ პირდაპირ გეუბნები, არა ვარ საქმის კურსში, როცა არ ვარ საქმის კურსში, როგორ დაგიდასტუროთ? ხომ გიდასტურებს ის, ვისაც აქვს ინფორმაცია ამის შესახებ და მე არ მაქვს ინფორმაცია, _ გვითხრა სიხარულიძემ.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით შსს პრესსამსახურის უფროსს ნინო გიორგობიანს და ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ. მან გაგვიცხადა, რომ თუ ბრძანება არ არის დაწერილი, ისე ოფიციალურად კომენტარს ვერ გავაკეთებთო. რამდენიმე წუთში კი შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი თავად დაგვიკავშირდა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ ოფიციალურად, საკადრო ცვლილება არ გახორციელებულა და შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებთ.