Agence France-Presse-ს ცნობით, პრეზიდენტი და მისი მომხრეები, 4 ივლისს, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მურსიმ მოუწოდა მოსახლეობას, დაეცვათ მისი უფლებების ლეგიტიმურობა პრეზიდენტის პოსტზე.
როგორც ერთ-ერთმა ეგვიპტელმა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა განაცხადა, “საქმე ეხება წინასწარ დაკავებას სამომავლო მოქმედებების გასახორციელებლად.”
სამხედროებს არ დაუზუსტებიათ, სად იმყოფებიან დაკავებულები, თუმცა, ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წევრის ნათესავმა აცნობა Agence France-Presse-ს, რომ მურსი და მისი გუნდი იმყოფებიან შინაურ პატიმრობაში ქაიროს ცენტრში მდებარე რესპუბლიკური გვარდიის კლუბში.
შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, საღამოს, ეგვიპტის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ სისიმ, ეგვიპტის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და ამცნო, რომ მოჰამედ მურსი ქვეყნის პრეზიდენტი აღარ არის და იგი გადაყენებულია პოსტიდან.