დაკავებულმა გვიან ღამით, იოსებიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1991 წელს დაბადებული თორნიკე ხიზანიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მიღებული სასიკვდილო ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ზურაბ კ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).