ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა.
“ის მუხლი, რომელიც ლახავს უნივერსიტეტების ავტონომიას, რომელიც გულისხმობდა, რომ პრემიერს უნდა დაენიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებლები, შეიცვლება. მით უმეტეს, რომ უმრავლესობის თორმეტმა წევრმა ამას წინა მოსმენაზეც არ დაუჭირა მხარი. თუ ეს მუხლი შეიცვალა, ეს იქნება მიღწევა, როგორც აკადემიური წრეების, ისევე არასამთავრობო ორგანიზაციების, იმიტომ, რომ ისინი აპროტესტებენ ამ მუხლს,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.
აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა. უმცირესობის წევრები აცხადებდნენ, რომ ამ კანონით უნივერსიტეტების ავტონომია იზღუდებოდა.