დღის 12 საათზე ყოფილი ვიცე მერის კოტე რატიანის საქმის განხილვაა ჩანიშნული.
რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი სასაამართლოში შეიტანეს და აცხადებენ, რომ მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება უსამართლოდ მოხდა. მერიის ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვენ; ასევე, სამსახურში აღდგენას და დანაკლისი ხელფასის ანაზღაურებას.
დღეს რამდენიმე საქმის განხილვა მოხდება, მათ შორის, ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, თეონა ჭეიშვილისა და ყოფილი მერის თანაშემწის, შოთა კოჩაძის სასამართლო პროცესები.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიიდან რეორგანიზაციის შემდეგ, თანამშრომლეთა 13% სამსახურის გარეშე დარჩა. გათავისუფლებულთა ნაწილმა გადაწყვეტილება არაკანონიერად მიიჩნია და უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა.