რომლის მიზანი ახალი ინიციატივის გაცნობა იყო:
“ჩვენს საოლქო საარჩევნო კომისიას მუდმივად კარგი დამოკიდებულება აქვს ჟურნალისტებისადმი, რადგან არ გვეშინია ღიაობის და ვთვლით, რომ ასეთი მუშაობა ორივე მხარისთვის კარგია. ჟურნალისტებმა უშუალოდ ჩვენგან უნდა მიიღონ ინფორმაცია _ ასეთ შემთხვევაში ადგილი არ ექნება დეზინფორმაციებს. ჩვენი სურვილია, მედიის წარმომადგენლებმა გაიარონ აკრედიტაცია და მათ ჩვენს ორგანიზაციაში ექნებათ თავისუფლად გადაადგილების, კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობის საშუალება. ისინი აქ, პირადად ჩვენგან მიიღებენ საჭირო და სასურველ ინფორმაციას”, _ განაცხადა ბრიფინგზე ზვიად ნაკაიძემ.
ბრიფინგზე საოლქოს თავმჯდომარემ ისაუბრა ამომრჩეველთა სიების შესახებ ისაუბრა.
ნაკაიძის თქმით, დაზუსტებული სიები ცესკოდან ჯერ არ ჩამოსულა: “ნაკლებ სავარაუდოა, ამომრჩეველთა სიები წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ამომრჩევლების რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდეს _ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა 30130 ამომრჩეველი,” _ გვითხრა ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ 19 აგვისტოს გამოცხადდა კონკურსი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობისთვის: “კონკურსი გამოცხადდა 19 აგვისტოს და სამ სექტემბრამდე მსურველებს შეეძლებათ სათანადო დოკუმენტაცია წარმოადგინონ საოლქო კომისიაში.”
ამ დროისათვის საოლქოში უკვე 45 განცხადებაა შესული.