აღნიშნულ ინფორმაციას პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ციცი ჯინჯიხაძე უარყოფს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. მისივე თქმით, თევდორაძე და გაბადაძე ერთმანეთს არც ფიზიკურად შეხებიან და არ სიტყვიერი დაპირისპირება მომხდარა მათ შორის.
_ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და მსგავსი არაფერი მომხდარა გელა გაბადაძესა და გოჩა თევდორაძეს. არანაირი მუქარა და მითუმეტეს მსგავსი საუბარი მათ შორის არ ყოფილა _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” ჯინჯიხაძემ.