წლების მანძილზე ვერ გადაწყდა საკითხი, ვის როგორ და რამდენი სასაფლაოსთვის უნდა მოევლო. დასუფთავების სამსახურის უფროსმა ვოვა სალუქვაძემ დეპუტატებს გააცნო საკითხის მთავარი არსი _ მარტო ქალაქის ტერიტორიაზე შვიდი სასაფლაოა ზოგი ახლომდებარე სოფელი, მაგალითად ბოხვაური, ამ კუთხით ქალაქთან მიერთებას ითხოვს. რომ მოხდეს სასაფლაოების სრული დასუფთავება, გზის, შუქის, ღობის და კერძო საფლავებს გარეთ მდებარე ტერიტორიის დასუფთავება, მოსახლეობის უმრავლესობა მოდის ინიციატივით, დაწესდეს 50 თეთრიანი გადასახადი. ხოლო ვისაც თავისი სასაფლაოს დასუფთავება სურს, ამაზე ცალკე შეუთანხმდება შესაბამის პირს.
აქამდე არსებული ორად გაყოფილი აზრი ნებაყოფლობითი და სავალდებულო გადასახადის არსებობის თაობაზე, საკრებულოს სხდომაზე სავალდებულო გადასახადის სასარგებლოდ გადაწყდა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ასეთი ფორმის გადასახადის დადგენას.