პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას გამოვლენილი მამაცობის, მაღალი პროფესიონალზმისა და უმწიკვლო სამსახურისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლობის შეულმფრენების ბაზის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი შამილ ქორთოშიძე წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საავიაციო რაზმის სატრანსპორტო ვერტმფრენების რგოლის ყოფილი უფროსი მფრინავი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაურ ქორთოშძე – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
მრავალწლიანი თავდადებული სამსახურისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელები ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.