მისი განცხადებით, “2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “დემოკრატიული მოძრაობა” აქტიურად უჭერდა მხარს ახალ ძალას, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ყველას იმედები გააცრუა.”
ბურჯანაძის თქმით, საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა სამართლიანობის აღდგენას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას მისცა და არა, მახინჯ კოაბიტაციას ყოფილ მმართველ ძალასთან.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, “არასწორია როცა დღეს ჭკუას ისევ გოკა გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრები გვასწავლიან.”