მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გარკვეულ პუნქტებში. მაგალითად, გამგებელები და მოადგილეები უნდა იყვნენ მაგისტრები, 2-წლიანი სტაჟით; სამსახურის უფროსები _ ბაკალავრები 1-წლიანი სტაჟით. საკითხი, რაზეც საკრებულოს წევრები ვერ შეთანხმდნენ, იყო მთავარი და წამყვანი სპეციალისტები მიმართ მოთხოვნები, რომელიც შემდგომი განხილვისთვის გადაიდო.
მაკა კვირკველიას ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული განვითარებისთვის” თვლის, რომ მთავარი და წამყვანი სპეციალისტის მიმართ მოთხოვნებში არაა აუცილებელი მითითებული იყოს უმაღლესი განათლება, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა სხვა ფრაქციების წევრების მხრიდან. აღნიშნული პუნქტების განხილვა ისევ გადაიდო.
საკრებულოს წევრი დავით წულაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება _ რესპუბლიკელების” თავმჯდომარე მარიკა თურნავა და გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად უმაღლესი განათლება აუცილებელია. ასევე, აუცილებელია სამუშაო გამოცდილება, მაგრამ არა საჯარო სამსახურში, არამედ ნებისმიერ სექტორში. რაც შეეხება მაკა კვირკველიას, ის თვლის, რომ განსხვავებით სამსახურის უფროსების და განყოფილებების უფროსებისა, შესაძლებელია სპეციალისტზე და მთავარ სპეციალისტზე არ ყოფილიყო შეზღუდვა. ასევე, დიდ გაუგებრობას წარმოქმნის სამუშაო გამოცდილების მითითება სპეციალისტებისა და მთავარი სპეციალისტების შემთხვევაში.