მისი თქმით, ჩვეულებრივი პროცესია, როცა საელჩოები პრეზიდენტობის კანდიდატებს ხვდებიან _ “ქართუყლი ოცნების” კანდიდატთან შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ საელჩო მის კანდიდატურას უჭერს მხარს.
“საელჩოები ხვდებიან საპრეზიდენტო კანდიდატებს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მარგველაშვილთან შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართელო-ბრიტანეთის ურთიერთობების შესახებ და შევეხეთ ეკონომიკას. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს. ერთ კანდიდატთან შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვუჭერთ მხარს _ სხვა კანდიდატებსაც შევხვდებით,” _ განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.