_ ასე შეაფასა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მისი და ივანე მერაბიშვილის სასამართლო პროცესი. მისი თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს ამ საქმით მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ _ ჩამოიშორონ “ნაციონალური მოძრაობა”. ჭიაბერაშვილი ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს ობიექტურობასაც.
“6 საათის განმავლობაში ვისმენდით მოწმეთა სახელებს და გვარებს. სხვა ამის მეტი არაფერი გაგვიგია. ამ პროცესს ჩვენ ვაფასებთ, როგორც სრულ ფარსს ერთადერთი მიზნისთვის _ “ნაციონალური მოძრაობის დასამარებისთვის” , _ აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.