ის “ენერგო- პრო ჯორჯიას” ოზურგეთის ოფისის თანამშრომელი იყო. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის გია ნაკაიძის თქმით, მოხდა უბედური შემთხვევა და საქმეს პოლიცია იძიებს.
ჩვენს წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ჩაირთო ელექტროენერგია, რამაც მამაკაცის სიკვდილი გამოიწვია. თუ რატომ ჩაირთო შუქი, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზას ბათუმში უტარებენ.