კერძოდ, მე-17 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს იზა სართანიას, რომელიც ოლქის მიერაა არჩეულია და ამავდროულად მარტვილის რაიონის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლის პედაგოგია, ამავე სკოლის დირექტორმა მარინა მსხალაიამ მოსთხოვა კომისიის წევრობაზე უარის თქმა. იმ მოტივით, რომ რადგან იგი ოლქის მიერაა არჩეული ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.
როგორც იზა სართანიამ “გურია ნიუსს” განუცხადა, იგი არ აპირებს ამ ზეწოლის შედეგად კომისიის წევრობაზე უარი თქვას, და აბსურდს უწოდებს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რომ იგი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.