კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა კომისიის წევრებს მოწვეულ პირთა ის სია გააცნო, რომელთა საჩივრების მოსმენა ხვალინდელ საჯარო სხდომაზე მოხდება.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ამ დროისთვის დაგეგმილია 60-მდე პიროვნების მოსმენა, თუმცა ამ ჩამონათვალს 5 პირი დაემატება, რომლებიც ტელეკომპანია “ალანიას” საქმეზე დაიკითხებიან.
პარლამენტის შენობაში შესაძლო ბომბის არსებობის შესახებ გამოცხადებული ევაკუაციის გამო კომისიის სხდომამ მუშაობა დროზე ადრე დაასრულა.