თბილისის საკრებულოში ფრაქცია “დედაქალაქის” მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, ფრაქციის წევრებმა კოკი იონათამიშვილმა, ბესო ბენდელიანმა და მამუკა კაციტაძემ თბილისელების წინაშე მდგარი პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს.
მათი განცხადებით, საკრებულოს წევრებისა და მერიის წარმომადგენლების განსხვავებული მიდგომები აზიანებს თბილისელების ინტერესებს და ხელს უშლის თბილისელებისათვის აქტუალური საკითხების მოგვარებას. სწორედ ამიტომ, აუცილებულია საკრებულოს წევრებისა და თბილისის მთავრობის ეფექტური და ინტენსიური თანამშრომლობა. ამ მიზნით, ფრაქცია აუცილებლად მიიჩნევს, ფრაქციის მომდევნო სხდომაზე, რომელიც 30 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება, ქალაქის მერის გიგი უგულავას მონაწილეობას.
აღნიშნულზე ოფიციალური წერილი მერს უკვე გაეგზავნა.