როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს ლეჟავა გუბერნატორის მოადგილე გია მატარაძესთან ერთად საკრებულოს წევრებისგან გამგებლის გადაყენებას მოითხოვდა. რაც საბოლო ჯამში გამოუვიდათ და ვანის გამგებელი ზურაბ გეგიძე ამ დროისთვის თანამდებობიდან გადაყენებულია.ლორთქიფანიძე პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდეს ამ საქმით და დაადგინოს, რამდენად აქვს დეპუტატს უფლება ჩაერიოს ადგილობრივი თვითთმმართველობის საქმიანობაში.
“მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ,რადგნაც საქმე ეხება მთავარი პროკურატურის პრესტიჟს. რამდენიმე დღის განმავლობაში ვანის საკრებულოს დეპუტატებზე მიმდინარეობდა ზეწოლა. იმ მოტივით, რომ საკრებულოს მხარი დაეჭირა გამგებლის იმპიჩმენტისათვის. მაშინ როდესაც უწყებათაშორის კომისიას, მიღებული აქვს კონვენცია – არჩევნების წინა პერიოდში თავი შეიკავონ იმპიჩმენტის მოწყობისგან. ამ დროს ვანის მუნიციპალიტეტში “ნაციონალების“ დეპუტატი პაატა ლეჟავა მოქმედი გუბერნატორის მოადგილე გია მატარაძე და საკრებულოს გადაყენებული თავმჯდომარე კაკაბაძე დადიოდნენ საკრებულოს წევრებთან და აიძულებდნენ გამგებელი გადაყენებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაჭერით ემუქრებოდნენ. ამ მუქარასა და ზეწოლას ვერ გაუძლო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და ორშაბათს ჯანმრთელობის პრობლემებით საავადმყოფოში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა მაინც ჩატრდა და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა კანონის უგულვებელყოფით. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა და ფაქტიურად უძღვებოდა ,,ნაციონალების“ დეპუტატი პაატა ლეჟავა, რა თქმა უნდა, ამას დადასტურებენ სხდომაზე მყოფი ადამიანები..“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ