ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერსა და კახეთის გუბერნატორზე სამართლებრივი დევნა არაუფლებამოსილმა პირმა დაიწყო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე წინასწარი გამოძიება დასრულებულია და ბრალდებულების მიერ, ნივთიერი მტკიცებულებების განადგურების არც თეორიული და არც პრაქტიკული შანსი არ არსებობს.
ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით კი სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად სარჩელი მზადდება.