როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟების შედეგად შექმნილი ვითარება საქართველოს მოქალაქეებისთვის მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას ქმნის.
“ამ საკითხებზე, როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე თანამომლაპარაკებელს არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და ვაპირებ შემდეგ რაუნდზე კვლავ წამოვწიო. ბოლო პერიოდის მოვლენები ადგილობრივი მოსახლეობის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს მათ შორის სიცოცხლის, პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების, თავისუფალი გადაადგილების, ქონების მშვიდობიანად განკარგვის უფლებებს არღვევს,” _ განაცხადა ლორთქიფანიძემ.