ჟურნალისტები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სატელევიზიო არხებზე უსაფრთხოების საკითხებს აშუქებენ, თბილისში ფონდის ყოველწლიურ სემინარ „რეპორტაჟები გლობალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმის შესახებ” ფარგლებში იმყოფებოდნენ.
მათ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ღობეების აღმართვის საკითხისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის შესახებ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. ჟურნალისტთა ჯგუფი ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით დიცსა და დვანშიც გაემგზავრა.