სოციოლოგიური კვლევა “ტყეების მართვის დღევანდელი ვითარება და მისი გავლენა მოსახლეობაზე” საქართველოს 7 რეგიონის 1933 სოფელში ჩატარდა. კვლევის ძირითადი მიზანი სატყეო რესურსებზე არსებული მოთხოვნების დადგენა, ტყეების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და ადგილობრივი მოსახლეობისცხოვრებისსხვადასხვაასპექტზე მათიზეგავლენისშესწავლაა.
პრეზენტაციას დაესწრებიან გარემოსადაბუნებრივირესურსებისდაცვისმინისტრი ხათუნა გოგალაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი,USAID,WWF,მსოფლიო ბანკის,GIZ და სხვასახელმწიფო, არასამთავრობო, სამეცნიერო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენელები. პრეზენტაციაზე ასევე, წარმოდგენილი იქნებატყეების დამოუკიდებელი მონიტორინგის მოდელი და ამ მოდელის მიხედვით მომზადებულ ანგარიშები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
პრეზენტაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.