მათ უკვე გამართს შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები– გიორგი თოდუა და მერაბ ქვარაია.
მერაბ ქვარაიას განცხადებით, ეუთოს სადამკვირვებლო მისია რეგიონში წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება.
“ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დააკვირდებიან წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნების მიმდინარეობას ზუგდიდში. ჩვენ კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლებთ მისიის წარმომადგენლებთან და ხელს შევუწყობთ არჩევნების კანონის ფარგლებში მიმდინარეობას, რაც თავის მხრივ არჩევნების მაქსიმალურად მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას განაპირობებს და ამომრჩევლებს მისცემს საშუალებას საკუთარი ნება გამოხატონ “, _ განაცხადა ქვარაიამ.
ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელ ადამ საუერის განცხადებით კი ჯერ-ჯერობით რაიმე დასკვნების გაკეთება არ შეუძლია, რადგან მხოლოდ მეორე დღეა ზუგდიდში იმყოფებიან და ამ ეტაპზე გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავენ.