აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში.
დილა სენაკის ყველა სკოლაში წუთიერი დუმილით დაიწყო. მუზეუმში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული მონტაჟი წარმოადგინეს. შემდეგ კი სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ფოტოალბომის პრეზენტაცია გაიმართა. დღესვე საჯარო ბიბლიოთეკაში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის თემაზე მიძღვნილი ლიტერატურის გამოფენა გაიხსნა.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში თემატური საღამოთი დასრულდება.