რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილი დღეს ასევე ხობის მოსახლეობას შეხვდა და საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დადიანების სასახლესთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ნუ ელოდებით ზეკაცს, ჩვენ გვყავს საუკეთესო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავის სამშობლო. გიორგი ბრძენი კაცია, ფილოსოფოსია, ძალიან განათლებული და ყველანაირად დაბალანსებული პრეზიდენტი გეყოლებათ, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გამარჯვებამდე მიგვიყვანს,” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებზე და აღნიშნა, რომ ყველასთვის ნათელია თუ რა პირობებში უხდებოდა ცხოვრება ამ რეგიონის მოსახლეობას. “დღეს კი ჩვენ მივიღეთ კულტურული პოლიცია, ჩვენ მივაღწიეთ და ქვეყანაში აღვადგინეთ სამართლიანობის განცდა,” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში შეკრებილ საზოგადოებას პირობა მისცა რომ 20 წელი ხალხის გვერდით იქნება, სანამ საქართველო არ გაძლიერდება და აყვავდება.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების ხედვა გააცნო და მთავრობის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ესაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ შეიქმნა ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი ბერკეტი. 6 მილიარდიანი ფონდი, რომელიც მთლიანად მოხმაურდება ქვეყანას და თითოეული მოქალაქის სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
გიორგი მარგველაშვილმა მხარდამჭერებს კოჰაბიტაციის შედეგებზეც ესაუბრა. კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ სამეგრელოში დახვდა ის მუხტი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებამდე მიიყვანს.
“სამეგრელოდან ჩვენ უნდა ავიღოთ ყველაზე მაღალი პროცენტი, იმისთვის რომ გვქონდეს ძალიან ძლიერი ლეგიტიმაცია, იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაგრძელება. ეს ჩემი გამარჯვება არ იქნება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ძალაუფლება გადავა ხალხის ხელში,” _ აღნიშნა მარგველაშვილმა
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრას ხვალ სვანეთში გამართავს.
(R)