ადვოკატი ლედი ტუკვაძე აცხადებს, რომ საქმე ამ დრომდე ბურუსითაა მოცული. მისი თქმით, ჯერ ისევ უამრავი კითხვა არსებობს. ადვოკატმა, მაგალითად გარდაცვლილის, მარჯვენა ხელი მოიყვანა, რომელიც გოგა ძველაიას დაზიანებული ჰქონდა და ვერ იყენებდა. შესაბამისად გაურკვეველია, თუ როგორ შეძლო მან ამ ხელით თვითმკლელობისთვის თოკის დამზადება. გარდაცვლილი პატიმრის გოგი ძველაიას მამამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება ვერ შიძლო, რადგან ადვოკატის განმარტებით დავით ძველაიამ გუშინ მიკროინფაქტი მიიღო და მეტყველება უჭირს.
ლედი ტუკვაძის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახი ძველაის ციხეში მიყვანის მომენტიდან, ყველა სათვალთვალო კამერის გახსნა და შემოწმებას ითხოვს.
“ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა მიცვალებულის გვამი დაათვალიერა და მას გარეგნულად რაიმე დაზიანებები არ აღენიშნა, თუმცა ეს არ გამორიცხავს ფსიქოლოგიური ზეწოლის მომენტს, პროკურატურამ უნდა გასცეს კითხვას პასუხი, თუ რატომ მიიღო ამ ადამიანმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება, მათგან მივიღეთ დაპირება, რომ როგორც კორტავას საქმის, ისე ამ შემთხვევაში მაქსიმუმს გააკეთებენ. ოჯახმა მიცვალებულის დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ოჯახის თხოვნაა და ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, ამ საქმეს სათავისოდ და სასჯელაღსრულების მინისტრის გადასაყენელად ნუ გამოიყენებენ”, _ განაცახდა ძველაიების ოჯახის ადვოკატმა ლედი ტუკვაძე.