ოპერაციის მსვლელობისას ორი ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ოკუჯავამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ორმხრივი სროლისას თეიმურაზ ოკუჯავას ლიკვიდაცია მოხდა.
სროლის შედეგად დაიღუპა სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი – დავით დემურია, ასევე დაჭრილია პოლიციის ოთხი თანამშომელი. ამ დროისთვის ოთხივე მათგანი ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისინი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მსუბუქად არიან დაჭრილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თეიმურაზ ოკუჯავა 2013 წლის 3 აგვისტოდან ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. ის თანამზრახველებთან ერთად 1 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ თორსაში საკუთარი ნათესავების – ქარჩავების ოჯახს თავს დაესხა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ოჯახის უფროსი დაიღუპა. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ხოლო მეორე ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.