პეტერბურგის ფრენბურთის აკადემიის დარბაზში გამართულ M-1 Challenge 42-ის ტურნირში ქართველმა სპორტსმენმა ნოდარ კუდუხაშვილმა (84 კგ) ოქროს მედალი, ხოლო არჩილ თაზიაშვილმა (65 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შერეული ორთაბრძოლების პირველ ოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს 35 ქვეყნიდან ჩასული 100-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა. 84 კგ კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ქართველი და რუსი სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. სამრაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში ნოდარ კუდუხაშვილმა შამილ აბდულოვს(რუსეთი) სძლია.
რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ყველა ქართველი სპორტსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაფუძნებული “შსს-ს სპორტული ორთაბრძოლების კლუბის” მებრძოლები არიან. სამომავლოდ საბრძოლო ხელოვნების და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება კლუბის საწვრთნელი დარბაზის და ინფრსატრუქტურის მნიშვნელოვანი განვითარება.
შერეული ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები სანქტ-პეტერბურგიდან თბილისში დღეს ღამით 02:50 წთ-ზე მინსკი-თბილისის ავიარეისით ბრუნდებიან.